მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დირექტორი გველაპარაკება და თითს გვიქნევს" - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

“დირექტორი გველაპარაკება და თითს გვიქნევს” – სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა და ინიციატივები შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა სალომე ზურაბიშვილმა.ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან თანამშრომლობა და კოორდინაცია აუცილებელია, თუმცა, მისივე თქმით, დღეს პრეზიდენტს თავად არ ჰქონია თანამშრომლური ტონი.„თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა მისმა დღევანდელმა ტონმა ცოტა გამაოცა და არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი. მე დღეს დილით მქონდა განწყობა, რომ სკოლაში შევდიოდი და ეს განწყობა გაამყარა პრეზიდენტმა, რომ უცებ დირექტორი გველაპარაკება და თითს გვიქნევს. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ ვნახოთ. თანამშრომლობა აუცილებელია და მე ვთვლი, რომ ეს პარლამენტი უნდა იყოს ბევრად საქმიანი, ვიდრე იყო პარლამენტი აქამდე,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს განსაზღვრავს, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს, რაც მისივე თქმით, გრძელვადიანი პროცესია.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...