მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერის მადლობა ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში მომხდარი გარდატეხისთვის

პრემიერის მადლობა ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში მომხდარი გარდატეხისთვის

Published on

გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ მინისტრებს – ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს . 
"მინდა განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერმინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო თვისობრივი ცვლილება საქართველოში პოლიტიკის, ქვეყნის მართვის და მინდა, რომ გულწრფელი მადლობა გადავუხადო თქვენი სახელით. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ამ კაბინეტში ჩვენთან ერთად აკეთებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს.'' – განაცხადა მან. სხდომაზე პრემიერმა ოთხი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ   ამაყობს იმ პოლიტიკით, რომელიც ქვეყანაში ,,ქართულმა ოცნებამ'' დაამკვიდრა:  "რაც ყველაზე მეტად მეამაყება არის ის, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით. არავის აღარ  ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა, არის თავისუფალი არჩევანის უფლება. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ. მედია არის თავისუფალი.” 
 
მთავრობის სხდომა კანცელარიაში ამ  დრომდე გრძელდება, განსახილველ საკითხთა ნუსხაში 17 საკითხია შესული. ჯერჯერობით კომენტარები არ გაკეთებულა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. არსებული  ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 21 ნოემბერს წარადგენს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...