,,ნაციონალური მოძრაობა ” პარლამენტში ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი

0
362
გუშინ ღამით  ,,ნაციონალური მოძრაობაში "   საპარლამენტო წარმომადგენლობის შესახებ იმსჯელეს. პარტია პარლამენტში ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, ერთს ნიკა მელია, ხოლო მეორეს ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს.
პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობაზე პარტია სერგი კაპანაძის კანდიდატურას წარადგენს. ხოლო  უმცირესობის ლიდერი, როჰგორც ადრიდანვე იყო ცნობილი, დავით ბაქრაძე იქნება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეების საკითხიც გადაწყვიტა, თუმცა მათი შერჩევა პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან უმცირესობას საკუთარი კანდიდატის გასაყვანად, საკმარისი ხმები არ აქვს.
წინა სტატიაარასრულწლოვანი გოგონას ვინაობა, რომელიც დღეს დილით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, დადგენილია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ყიდულობს და ყიდის- ამჯერად კუნინგის ტილოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური