მერაბ ქვარაიას კანდიდატურა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე შეიცვალა

0
342

მერაბ ქვარაიას კანდიდატურა  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე შეიცვალა.  მერაბ ქვარაიას ნაცვლად,  მას ამ პოსტზე ირაკლი ტრიპოლსკი ჩაანაცვლებს. 
 მერაბ ქვარაია თავს იკავებს პირდაპირი პასუხისაგან, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია – მან განაცხად, რომ გადაწყვეტილება მისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ საბოლოოდ შეჯერებული არ არის და ჯერჯერობით მხოლოდ კონსულტაციების  დონეზე განიხილება. ”ყველაფერს   კომიტეტის სხდომის შემდეგ გავიგებთ – ნუ დავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ პარლამენტს”, – აღნიშნა მან. 
 ”ინტერპრესნიუსის”  ცნობით,  ადრე,   6 ნოემბერს  მიღებული გადაწყვეტილება , ახალარჩეულ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის  პირველი მოადგილე მერაბ ქვარაია  უნდა გამხდარიყო, ტრიპოლსკის მოთხოვნის საფუძველზე შეიცვალა . მან პარტიაში ამ  პოსტზე  დანიშვნა მოითხოვა ულტიმატუმის ფორმით –  უარის მიღების შემთხვევაში  პარტიიდან გასვლითა და გია ჟორჟოლიანთან ერთად, ”სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის შექმნით  დაემუქრა გადაწყვეტილების მიმღებთ. 
,,ინტერპრესნიუსი'' თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ , იმ პირობებში, როცა ახალი პარლამენტი ჯერ კიდევ არ შეკრებილა, პარტიის ხელმძღვანელობა  მოერიდა ამ შესაძლო  სკანდალს და ტროპოლსკის მოთხოვნას დათანხმდა. 
თავად ტრიპოლსკი ადასტურებს, რომ  კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე სავარაუდოდ მას წარადგენენ, მაგრამ უარყო  რაიმე ულტიმატუმის წაყენება თავისი    მხრიდან
 

 
წინა სტატიაახალი პარლამენტი 18 ნოემბერს შეიკრიბება
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური