მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

Published on

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა. ეს გადაწყვეტილება ვარშალომიძემ დღეს გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა და განაცხადა, რომ მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ "ვერ გაამართლა მოლოდინები და ვერ დაიცვა ხმები".
მისივე განცხადებით, ის არ მიდის პოლიტიკიდან და მხარდამჭერებთან აქტიურ ურთიერთობას გეგმავს. 
"მეორე ტურიც დამთავრებულია, უსკომ მიიღო შემაჯამებელი ოქმი. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში, მხარში მედგა და მარწმუნებდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი. მადლობა ჩემს გუნდს. მინდა ასევე, ბოდიში მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს იმის გამო, თუ ვერ გავამართლეთ მათი მოლოდინები, ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები. გვაფრთხილებდნენ, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ და ბოდიშს ვუხდი მხარდამჭერებს, რომ ვერ დავიცავი მათი ხმა. ჩემი მიზანი იყო აჭარაში სასარგებლო ადამიანების შეკრება, ვინც განახორციელებდნენ კარგ პროექტებს, მათ შორის ოცნების ქალაქის პროგრამას, ციტრუსის პროგრამას და სხვა…
 
სწორედ ამიტომ დღეს, მე ვიღებ გადაწყვეტილებას და არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მე მომცემს საშუალებას უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ხალხს და ვითანამშრომლო ჩემს გუნდთან. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, ჩემი კონცენტრირება და ძალისხმევა ცვლილებებისკენ იქნება მიმართული. პირადად მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიქნები აჭარაში, საქართველოში და ჩემი პრინციპი იქნება მეტ ხალხს შევხვდე. მოსახლეობას შეეძლება ჩვენთან მოსვლა და შეხვედრა, პრობლემების განხილვა, იდეების გაზიარება", – აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ. 
 
ლევან ვარშალომიძეს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს, რომელიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...