მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი ყიდულობს და ყიდის- ამჯერად კუნინგის ტილოს

ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს და ყიდის- ამჯერად კუნინგის ტილოს

Published on

უცხოური მედიის  ინფორმაციით, 15 ნოემბერს  გამართულ კრისტის (Сhristie's) აუქციონზე  ნიუ – იორკში 66,3 მილიონ ( სხვა  ვერსიით 61 მილიონ ) დოლარად გაიყიდა  ცნობილი ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელი მხატვრის, აბსტარაქტული იმპრესიონიზმის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის უილიამ დე კუნინგის ტილო  ,,უსახელო XXIV''.  იგი გასაყიდად  ანონიმმა კოლექციონერმა გამოიტანა, რომლის შესახებაც ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან იგი კერძო პირისგან შეიძინა 2009 წელს. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ,,ამჯერად ტილო გასაყიდად გამოიტანა ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა" – წერს გაზეთი volkskrant.n – თუმცა მან ანონიმად დარჩენა ისურვა. სურათი გაიყიდა ორჯერ უფრო ძვირად, ვიდრე იყო მისი თავდაპირველი ფასი  –  37 მილიონი დოლარი. მყიდველის ვინაობაც უცნობია, მან ტილო ტელეფონის მეშვეობით შეიძინა.  
 
კუნინგის ნამუშევარში 15 ნოემბრის აუქციონზე გადახდილი ფასი ყველაზე რეკორდულია , რაც კი  ოდესმე  გადაუხდიათ  ღია აუქციონზე ან სხვა წესით გაყიდულ მის ნამუშევრებში  – წინა აუქციონზე,  2013 წელს კუნინგის ნახატი ,,უსახელო VIII"   32, 1 მილიონ დოლარად გაიყიდა  , ხოლო 2006 წელს ამერიკელ კოლექციონერთან დევიდ გეფენთან  კერძო მოლაპარაკების საფუძველზე 137,5 მილიონ დოლარად გაიყიდა ამავე მხატვრის ,,ქალი III"  
,,უსახელო XXIV" 1977 წელს შეიქმნა, ეს ფერადი აბსტრაქცია კუნინგის მიერ დაწერილი ყველაზე დიდი ტილოა. მისი ზომებია   140×150 სმ.სმ.  2006 წელს ეს ტილო კრისტის აუქციონზე 27 ,1 მილიონ დოლარად გაიყიდა და  იმ მომენტისთვის  ომისშემდგომი და თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშად იქნა აღიარებული.  
 

 
 

 

 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...