მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასრულწლოვანი გოგონას ვინაობა, რომელიც დღეს დილით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს,...

არასრულწლოვანი გოგონას ვინაობა, რომელიც დღეს დილით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, დადგენილია

Published on

 არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც დღეს დილით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს ,16 წლის  მარიამ მ-ია აღმოჩნდა.
 გოგონა ე.წ შონიას ტექნიკუმის შენობაში უმცროს და-ძმასთან ცხოვრობდა და მათ უვლიდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ფინანსურად ძალიან უჭირთ.  ბავშვები სულ დახეული ფეხსაცმლით დადიოდნენ, ზამთრობით სიცივით ითოშებოდნენ, პურსაც ხშირად მეზობლები ვაწვდიდით –  ჰყვებიან ,,ოდიში ნიუსთან'' საუბარში ტექნიკუმის შენობის ბინადრები. – ბავშვების დედ-მამა წლების წინ გაშორდა ერთმანეთს, დედა ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, თურქეთში  სამუშაოდ,  4 თვის წინ კი გათხოვდა, მამა კი ბავშვებისგან განცალკევებით,  სოფელ ორსანტიაში ცხოვრობს და სასმელს ეტანება. "ეს ბავშვები უპატრონოდ იყვნენ დარჩენილები,  მარიამი იყო დედაც და მამაც თავისი  და-ძმისთვის ' . უმცროსებს სკოლაში არ უვლიათ, თავად მარიამი კი იძულებული გახდა სკოლიდან მეცხრე კლასის შემდეგ გამოსულიყო და საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული.  
არასრულწლოვანი დღეს დილით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი გამვლელმა იპოვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...