მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგი კაპანაძე თუ ირმა ინაშვილი?- ,,ქართული ოცნება'' არ აკონკრეტებს ვის დაუჭერს მხარს...

სერგი კაპანაძე თუ ირმა ინაშვილი?- ,,ქართული ოცნება” არ აკონკრეტებს ვის დაუჭერს მხარს ვიცე-სპიკერის პოსტზე

Published on

,,ნაციონალური მოძრაობის'' ფრაქციამ პარლამენტის ვიცე – სპიკერად  სერგი კაპანაძე წარადგინა,  „პატრიოტთა ალიანსმა'' –  ირმა ინაშვილი. 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ ვიცე სპიკერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერა მართებული იქნება. 
მას  არ დაუკონკრეტებია, „ქართული ოცნება“ ვიცე სპიკერის პოსტზეწარდგენილ კანდიდატურას დაუჭერს მხარს თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილ კანდიდატურას.
„საუბარი იმაზე, თუ ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არ დაუჭერს მხარს, არასწორია. პარლამენტმა დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა სრული კომპლექტაციით, შეიძლება ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ ეს არის მათი კვოტა და ამ კვოტაში წარმოდგენილი კანდიდატურისადმი მხარდაჭერა არის პატივისცემა ამომრჩევლისადმი, რომელმაც ესა თუ ის პარტია აირჩია. მე ვფიქრობ, მართებული და სერიოზული იქნება, მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...