სააკაშვილის ინტერვიუ BBC-ისთვის: ,,მსოფლიოში ძალიან ცოტა პოლიტიკოსია, რომლებმაც შეძლეს სხვა ქვეყანაში რეალიზება, ორ ქვეყანაში პოლიტიკოსობა. მე მაქვს ასეთი შესაძლებლობა და მინდა ეს გამოვიყენო”

0
359
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით BBC-ის კორესპონდენტთან  ტომ ბარიჯთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს უკრაინის  პრეზიდენტობაზე, მით უმეტეს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ამის საშუალებას არ იძლევა. 
BBC: ამ შემთხვევაში რა არის თქვენი პოლიტიკური პარტიის მიზანი? 
სააკაშვილი: ახალი ხალხის მოძებნა. ხალხის ყურადღების მათზე გადატანა, ფაქტობრივად ახალი პოლიტიკური ვარსკვლავების გუნდის შექმნა, რომელსაც უკრაინის წარმატებამდე მიყვანა შეუძლია. ეს დიდი პატივია, ანუ, მსოფლიოში ძალიან ცოტა პოლიტიკოსია – მე ახლა ვერცერთს ვერ ვიხსენებ – რომლებმაც შეძლეს სხვა ქვეყანაში რეალიზება, ორ ქვეყანაში პოლიტიკოსობა. მე მაქვს ასეთი შესაძლებლობა და მინდა ეს გამოვიყენო. 
საუბარი არაა თანამდებობებზე და შედეგებზე. მე მინდა ხალხს დავეხმარო. ეს დიდი ერია. მე მის ნაწილად ვგრძნობ თავს, მინდა მისი წარმატება გავიზიარო. 
BBC: თუმცა, საქართველოში თქვენს პარტიას უკეთესი შედეგი რომ ეჩვენებინა, ალბათ დაბრუნდებოდით არა? 
სააკაშვილი: არა. იქ ორი ვადით ვიყავი პრეზიდენტი, კონსტიტუცია მესამე ვადას კრძალავს. ჩემი პარტია გავიდა არჩევნებზე ჩემ გარეშე ისე, რომ სრულფასოვანი შემცვლელი ვერ გამონახა. ჩვენ ვერ მოვიგეთ. ამას უნდა შევეგუო. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობდი, რომ როგორ შედეგიც არ უნდა დამდგარიყო, საქართველოს ხელისუფლებაში არ დავბრუნდებოდი. აქედან არ გავიქცევი.
წინა სტატია,,მე თქვენი მჯერა, იბრძოლეთ უკრაინისთვის! იბრძოლეთ საქართველოსთვის!” – გამოკითხვამ პირდაპირ ეთერში კოლოსალური სხვაობა აჩვენა
შემდეგი სტატიაისრაელი უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას აპირებს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური