ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი გაგრძელდება – ასე აისახა საქართველოზე დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის პირველი შედეგი

0
407
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი გაგრძელდება. ასე აისახა საქართველოზე დონალდ ტრამპის პრეზიდენად არჩევის პირველი შედეგი. საქართველოს ხელისუფლება  „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელის  გიორგი მარის პირით განმარტავს ამ ცხელი გადაწყვეტილების მიზეზებს და , თუმცა ძალიან ცდილობს წაშალოს  თავის დროზე  ამ ერთერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციაზე უარის თქმის ნამდვილი მოტივი,  მაინც ვერ მალავს ქართველი ხალხისათვის მოპარული მამლის კუდს. 
 
გიორგი მარის განცხადებით,  პროექტის განხორციელების შეჩერება , ერთი მხრივ, რეგიონში უძრავი ქონების არასახარბიელო ფასით იყო განპირობებული, მეორე მხრივ კი იმით, რომ „წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობას აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან“.
საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის იდეა 2010 წელს გაჩნდა. „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია „სილქ როუდ ჯგუფს“ 2011 წლის მარტში, ნიუ იორკში, სალიცენზიო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის შემდეგ გადაეცა. „ტრამპ თაუერს“ ბათუმის მშენებლობის განხორციელება ე.წ. „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე გადაწყდა, 2012 წლის აპრილში, ‘’სილქ როუდ ჯგუფის’’ ოფიციალური მოწვევით ბატონი ტრამპი იმყოფებოდა საქართველოში. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა „ტრამპ თაუერ ბათუმის“ პროექტისადმი დონალდ ტრამპის მხრიდან. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელება შეჩერდა .
„აქამდე ჩვენ ერთად ვაკვირდებოდით სიტუაციას . უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესების ფონზე და ბოლო წლებში საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოდან გამომდინარე, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ამიტომ ახლო მომავალში ვგეგმავთ ამ ამბიციური პროექტის გაგრძელებას. სწორედ ეს განწყობა გვაძლევს საფუძველს, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრი განვახორციელოთ და „ტრამპ თაუერი“ ბათუმში ავაშენოთ“, – განაცხადა გიორგი მარმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ახალმა მთავრობამ უარი თქვა მის მიერ  მოზიდულ არაერთ ინვესტიციაზე და მათ შორის ტრამპთაუერზე, რითაც  უარი თქვა  ყველა თამაშის წესზე  სტარტეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში, 
,,მათ შემოიყვანეს ტრამპი…  ტრამპს არანაირი ინვესტიცია არ შემოუტანია, მას იქით გადაუხადეს…!''. – განაცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა.  
 ”ამხელა ინვესტიციას აშენებდა ეს კაცი ბათუმში, თუმცა ეს ყველაფერი გააჩერეს, ტრამპი გამოაცხადეს საერთაშორისო აფერისტად და ყველაფერი გამოაცხადეს ბლეფად. სამაგიეროდ, აზერბაიჯანელებმა რომ დაინახეს, გაქანდნენ უკვე არსებულ შენობაზე შეუთანხმდნენ, რომ დარქმეოდა ტრამპის სახელი, რომ ჩვენ არ ჩამოგვრჩენოდნენ. ჩვენ შესაძლოა ვყოფილიყავით ერთადერთი ქვეყანა, სადაც იქნებოდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირი, ნოლიდან აშენებული ინვესტიცია. ახლა ვუყუროთ ”პანორამა თბილისს” და იმ მართლა აფერისტის განადგურებულ ადგილებს.''- განაცხადა ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა.
 
რაღა მოხდა ახლა?  აშკარაა,  ტრამპის პრეზდენტად არჩევამ  ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო და ახლა   ღირსებასთან შეუთავსებელი დაჩქარებული, მლიქვნელური ტემპით ცდილობს წაშალოს  თავისი მოქმედების კვალი. 

 
 
 
წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ქართულ პოლიტიკაში ახალი ტალღა უნდა მოვიდეს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე თუ ირმა ინაშვილი?- ,,ქართული ოცნება” არ აკონკრეტებს ვის დაუჭერს მხარს ვიცე-სპიკერის პოსტზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური