მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასაპარლამენტო ოპოზიცია მე-9 მოწვევის პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს

არასაპარლამენტო ოპოზიცია მე-9 მოწვევის პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს

Published on

არასაპარლამენტო ოპოზიცია მე-9 მოწვევის პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს. პარტიების წარმომადგენლები დღეს მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბნენ, სადაც დღის წესრიგში არჩევნების შედეგებთან ერთად, საარჩევნო კოდექსის ცვლილებაა. 
 
კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტთა ნაწილი არჩევნების შედეგებს აღიარებს და ცვლილებებზე კონკრეტული მსჯელობის დაწყების მომხრეა. არასაპარლამენტო პარტიების ნაწილი ადგილობრივ არჩევნებზე უპირატესობას რეგიონულ პროპორციული სისტემით ჩატარებას ანიჭებს. 
 
საკუთარი წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აქვთ პატრიოტთა ალიანსის წევრებს, თუმცა მანამდე, ინაშვილის პარტია, საარჩევნო პროცესის დროს ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.
 
საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით პატრიოტთა ალიანსი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას, პარლამენტში, პირველივე სასესიო კვირაში აპირებს. 
 
დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს, ამ ეტაპზე უცნობია.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...