მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს

პრეზიდენტი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს

Published on

პრეზიდენტი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც გიგი უგულავას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. 
"ამ კითხვას პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას მიმართა შესაბამისი წერილით. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში",- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...