მიხეილ სააკაშვილის მეორე სუნთქვა – რას იტყვის იგი ,,არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში?

0
405

დღეს რუსთავი 2 – ის გადაცემაში  "არჩევანი"  საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრებს. ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის პირველი ვრცელი ინტერვიუ არჩევნებისა და ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ.

,,რა თქმა უნდა ვიღაცისგან გეწყინება რაღაც, ვიღაც გაგაკრიტიკებს, ვიღაცა რაღაცას იტყვის, მაგრამ შენს ხალხს არ უნდა გაებუტო. ამომრჩევლებს უნდა ვუთხრათ მადლობა მუდმივად. ახლა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მეტი დემოკრატია '' – ამბობს მიხეილ სააკაშვილი შიდაპარტიულ პრობლემებზე საუბრისას. 
კითხვაზე, რა ხდება პარტიაში და როგორი მოქმედებს ამაში მისი ფაქტორი, მიხეილ საააკაშვილი პასუხობს: ,,კითხონ ხალხს, ააწევინონ მანდატები. მოდით დავემსგავსოთ იგივე საკუთარ თავს, როგორებიც ვიყავით – ხალხის პარტია, ამომრჩეველზე ორიენტირებული, პრობლემებზე ორიენტირებული, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი.''
კითხვაზე, უნდა აირჩიოს თუ არა პარტიამ ახალი თავმჯდომარე?, სააკაშვილის პასუხია: ,,მე არ ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას პარტიის შიგნით, ეს ჩემი ფუნქცია არ არის.''
,,ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ოდესმე ყოფილა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში'' – ასეთ შეფასებას აძკლევს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს – მე არ ვარ მზად თავი მოვიკლა, მე არ ვაწერ ხელს დამარცხებას. ვის ვატყუებთ, თავს ვიტყუებთ ხომ? დედის რძესავით შევირგეთ გაყალბება.''
როგორ დაიცავდა  ხმებს საქართველოში რომ ყოფილიყოა? – ,,ხალხი დაიცავს თავის ხმებს, როდესაც ლიდერები მზად არიან იბრძოლონ მათთვის.'' 
სააკაშვილი აკრიტიკებს პარტიის საარჩევნო სტრატეგიას: ,,ჩვენ ვიყავით ანეგდოტურ სიტუაციაში – მმართველი პარტია ლანძღავდა ოპოზიციას, ხოლო ოპოზიცია ლაპარაკობდა მხოლოდ 45 ათას სამუშაო ადგილზე.''
სანდრა რულოვსის პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით იგი ამბობს, რომ  ეს იყო თავად სანდრას  გადაწყვეტილება.  
ბიძინა ივანიშვილზე: ,,მან ყველაფერი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის დასაშლელად და, რა თქმა უნდა, ახლაც შეეცდება მისი შემდგომი ფრაგმენტირება მოახდინოს.''
პოლიტიკოსებზე,  რომელთაც ტაიმ-აუტი აიღეს: ,,რაღაც ნაწილს დაეტყო დაღლილობა, გაჭედა. ეს ასეა.''
რაც შეეხება  გადაგომას ოდესის გუბერნატორის პოსტიდან და მის მიერ ოპოზიციური პარტიის შექმნას უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ,, ეს არ იყო იოლი გადასაწყვეტი, მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც უნდა გაბედო. სიმართლის ართქმა ეს არის თავისთავად დიდი შეცდომა.'' კითხვაზე, ხომ არ არის მისი პოლიტიკური აქტიურობა უკრაინაში ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა,  იგი პასუხობს: ,,და ვინ თქვა რომ ორი კურდღლის დევნას ვაპირებ? მევარ უკრაინელი პოლიტიკოსი. მე მეორე კურდღელს არ მივდევ.'' 
რატომ დატოვა პოსტი პოროშენკოს მთავრობაში? -,, ჩემთვის დარჩენა რაღაც სამთავრობო სტრუქტურაში, თუნდაც უკრაინის ყველაზე დიდი ოლქის გუბერნატორად, ეს იქნებოდა სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა, ვითომ არაფერი ხდება.''
 "ჩემთვის ეს არის მეორე სუნთქვა, მეორე ახალგაზრდობა. საინტერესოა, როცა თამაშის წესები იცი და შეგიძლია ახალი სვლები გააკეთო, ახალი ექსპერიმენტი ჩადო" – აცხადებს სააკაშვილი თავის ახალშექმნილ პარტიაზე საუბრისას.
წინა სტატიამერიამ ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაციის პროექტისთვის 58 ათასი ლარი გამოყო
შემდეგი სტატიადადის, დადის, ეძებს, ეძებს … ხეებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური