მთავარისიახლეებისაზოგადოებადადის, დადის, ეძებს, ეძებს ... ხეებს

დადის, დადის, ეძებს, ეძებს … ხეებს

Published on

"გურიის მოამბე''  კიდევ ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციას აქვეყნებს –  "ბიძინა ივანიშვილი გუშინ ლანჩხუთის სოფელ ჩიბათის სკოლას ასწლოვანი ჭადრის სანახავად სტუმრობდა.  – ნათქვამია ინფორმაციაში –  სტუმრობის მიზანი, როგორც ადგილობრივები ამბობენ  სკოლის ეზოში მდებარე ასწლოვანი ჭადრის ხე იყო.
,,ივანიშვილი სოფელში გუშინ, დღის მეორე ნახევარში რამდენიმე თანხმლებ პირთან ერთად მივიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ათვაილიერებდა მიმდებარე ტერიტორიას: "მანქანით მოვიდა, ეზოში დიდხანს უტრიალეს ჭადრის ხეს, მერე მდინარეს გადახედა, რომელიც გვერდით ჩაუდის სკოლას და უკან გაბრუნდნენ. ძალიან გვინდოდა ახლოს მისვლა, მაგრამ საშუალება არ მოგვეცა"-ამბობენ თვითმხილველები. 
აღნიშნულზე "გურიის მოამბე" ჩიბათის სკოლის დირექტორს, მამუკა იმნაიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა , გუშინ  სკოლის ეზოში ექსპრემიერი არ უნახავს, რადგან არასამუშაო დღე იყო და სახლში ადრე წავიდა, თუმცა ის, სოფელში მოისმინა საუბარი, რომ ივანიშვილი ჩიბათში იმყოფებოდა
კითხვაზე, რა პოზიცია ექნება, თუ სკოლის ეზოდან ყოფილი პრემიერი ასწლოვანი ჭადრის გადარგვას მოითხოვს, გვპასუხობს, რომ ჭადრის ხე სკოლის ეზოშია, ის სკოლას და ბავშვებს ეკუთვნით და სხვა გადაწყვეტილების თაობაზე ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

 

 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...