შეერთებული შტატები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ეს განცხადება, დღეს ამერიკის ელჩმა იან კელიმ გააკეთა.მისივე თქმით, ის კვლავ ფოკუსირებულია საქართველოს მხარდაჭერაზე და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. იან კელიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მედიის თავისუფლებაზე.
„ჩემი მთავარი ყურადღება საქართველოს მხარდაჭერაზეა გადატანილი. ამაზე მეტყველებს კონგრესის ორპარტიული რეზოლუციაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის შესახებ. მოუთმენლად ველი გარდამავალ პერიოდში მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გაგრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არ იცვლება შეერთებული შტატების პოლიტიკა მედია თავისუფლების მიმართ. ეს პრინციპი არცერთი ახალი პრეზიდენტის მმართველობის დროს არ შეიცვლება," – განაცხადა იან კელიმ.