თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

0
414
ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს –  ბადრი მაისურაძე. იგი დღეს   წარუდგინა დასს კულტურის მინისტრმა. 
„მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არამგონია ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონდეს. ადამიანი, რომელიც მომართულია 24 საათიან მუშაობაზე, რომლიც აპირებს, რომ ძალიან მოკლე ხანში პირველი შედეგები დადოს,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
თავად, ბადრი მაისურაძეს კონკრეტულ გეგმებზე არ უსაუბრია, თუმცა ამბობს, რომ დადგა დრო, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრის აღმავლობა უნდა დაიწყოს.
„მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მე დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, მივიღე სერიოზული გადაწყვეტილება და ამიტომ სერიოზულად ვეკიდები ამ საკითხს,"- აღნიშნა ბადრი მაისურაძემ.
დრამატული ტენორი და მსახიობი სამ გროშიან ოპერაში“ მონაწილეობისას  ზურაბ ანჯაფარიძემ აღმოაჩინა,  სწორედ მისი რჩევით მიიღო მან   პროფესიული მუსიკალური განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო შემდეგ მოსკოვის დიდ თეატრში გაიარა  სტაჟირება ზურაბ სოტკილავას ხელმძღვანელობით/
ბადრი მაისურაძის დებიუტი შედგა 1980 წელს, ოთარ თაქთაქიშვილის „მედეაში“, სხვადასხვა წლებში ბადრი მაისურაძე იყო თბილისის, ბათუმის საოპერო თეატრების სოლისტი, შემდეგ  პაატა ბურჭულაძის შუამავლობით მისით დაინტერესდა რამდენიმე უცხოელი იმპრესარიო.
,უმღერია   ლიეჟის(ბელგია) თეატრში,  მილანის "ლა–სკალაში" ; ამჟამად გამოდის მსოფლიოს მრავალი ცნობილი თეატრის სცენაზე – დოიჩე ოპერაში  (ბერლინი),  რეალ ოპერაში (მადრიდი), სან კარლოში (ნეაპოლი) . დიდ წარმატებას მიაღწია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, ირლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში.

.
ოპერის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ყოფილი ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი გაათავისუფლა. ამას წინ უძღვოდა სკანდალი თეატრში. თანამშრომლების ჯგუფმა ხმაურითა და სკანდალით დატოვა თანამდებობა იმ მოტივით, რომ  თეატრში კინწურაშვილის მისვლის შემდეგ თეატრში „ნორმალური სამუშაო გარემო არ არსებობს“.
 

წინა სტატია14 ნოემბრის ღამით მთვარე ისე ახლოს იქნება დედამიწასთან, როგორც არასდროს ბოლო 68 წლის მანძილზე
შემდეგი სტატიანატოს გენერალური მდივანი : გლობალურ უსაფრთხოებას ძლიერი ამერიკა და ერთიანი ევროპა სჭირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური