,,ჩემს გაძევებას უკრაინიდან უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს და, ვინც ამას გააკეთებს, ხელი მოტყდება. მე ვიცი, რომ ვიღაცეებს ამის იმედი აქვთ, ვიღაცეები აქ შემოთვლებს აკეთებენ, მათ შორის პოროშენკოსთან, მოდი მოვილაპარაკოთ… პოროშენკოს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ტყუილად ნუ შესთავაზებენ…
ყველაფრის საქმის კურსში ვარ, ვიცი რაც ხდება და ეს სასაცილოა. საერთოდ არ იციან უკრაინა როგორ ფუნქციონირებს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში P.S.
"ამას უკრაინელები არ დაუშვებენ, ეს არის ძალიან ორგანიზებული ხალხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ვინც ამას შეეცდება, ეს იქნება დასასრული. მათ ეს უნდა იცოდნენ და ეს მათ იციან. ასეთი სულელები ნამდვილად არ არიან.
უკრაინაში ამის დიდი გამოცდილება არსებობს. ვისაც ამაზე ხელი წაუცდება ის ხელი მოტყდება და მერე სხვა რაღაც მოუვა.
– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.