მთავარისიახლეებისაზოგადოება14 ნოემბრის ღამით მთვარე ისე ახლოს იქნება დედამიწასთან, როგორც არასდროს ბოლო...

14 ნოემბრის ღამით მთვარე ისე ახლოს იქნება დედამიწასთან, როგორც არასდროს ბოლო 68 წლის მანძილზე

Published on

2016 წლის 14 ნოემბერს, მთვარე 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდება. ეს სუპერმთვარეა – როდესაც სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა. უკანასკნელად ეს 1948 წელს მოხდა, ხოლო მომდევნო, NASA-ს ინფორმაციით, 2034-ში იქნება.
კონკრეტულად რა ხდება ხვალ NASA-ს ინფორმაციით? – როგორც ვიცით, მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო ოვალურია. ორბიტაზე მოძრაობისას მთვარე ხან ძალიან ახლოსაა დედამიწასთან, ხან კი შორს. პერიგეა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი წერტილია, ხოლო აპოგეა ყველაზე შორი.
როდესაც სავსე მთვარე პერიგეაში მოექცევა, სუპერმთვარეა. სუპერმთვარე წელს 16 ოქტომბერსაც იყო და 14 დეკემბერსაც იქნება, 14 ნოემბრის კი იმითაა გამორჩეული, რომ ის 1948 წლის შემდეგ ყველაზე მეტად მიუახლოვდება დედამიწას.
თუ  NASA-ს  მიერ დასახელებულ დროს (GMT 13:52)  საქართველოს დროის სარტყელში გადმოვიყვანთ,  სუპერმთვარემ აქ 14 ნოემბერს, 18:00 საათისკენ უნდა დაიწყოს გამოჩენა. 

 

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...