მთავარისიახლეებისამხედრო თემაგერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის...

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უცხადებს

Published on

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უცხადებს. – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„11 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც საუბარია 10 ნოემბერს, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე.
სამინისტროს განცხადების თანახმად,  თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება გერმანულ მხარეს და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ინცინდენტი ქალაქ მაზარი შარიფში მოხდა. თავდამსხმელები ,,თალიბანის'' მებრძოლები არიან.  პოტსდამში ბუნდესვერის საზღვარგარეთის ოპერაციების სამეთაურო  შტაბის ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით 23.05  მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერებით გაძეძგილი ავტომანქნა პირდაპირ დააჯახეს საკონსულოს შენობის გალავანს, რასაც  ორმხრივი სროლები მოყვა, თალიბებისმოგერიებაში  ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.   ადგილობრივ მედიაში ვრცეlდება ინფორმაცია, რომ შეტაკების დროსდაღუპულია ოთხი ადამიანი, 120 – მა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები, თუმცა  გერმანიის საგარეო სამინისტროში დაზუსტებით ვერ ამბობენ რამდენია მათ შორის მშვიდობიანი ავღანელი მოქალაქე. თავდამსხმელები მძიმე შეიარაღებით იყვნენ აღჭურვილი, მაგრამ ისინი წარმატებით იქნა მოგერიებული. საკომნსულოს თანამსრომელთაგან არავინ დაშავებულა – იუწყებოდა წუხელ უცხოური და ადგილობრივი მედია. 
აქვე ვრცელდება განცხადება, , რომ გერმანიის  საკონსულოზე თავდასხმა არის ,,თალიბანის'' შურისძიება შეერთებული შტატების მიერ 3 ნოემბერს  პროვინცია ქუნდუზში განხორციელებული ავიადარტყმებისათვის, რასაც 30 მშვიდობიანი მოქალაე, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.  
 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...