მთავარისიახლეებიმსოფლიოთალიბები დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარების დაუყონებლივ გაყვანისკენ მოუწოდებენ

თალიბები დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარების დაუყონებლივ გაყვანისკენ მოუწოდებენ

Published on

   დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავღანეთში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „თალიბანი“ ავრცელებს. თალიბები დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარების დაუყონებლივ გაყვანისკენ მოუწოდებენ.„ჩვენი გზავნილი ტრამპისთვის შემდეგია: აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა ისეთი გზით უნდა ტარდებოდეს, რომ სხვა ერების თავისუფლებებს არ უქმნიდეს საფრთხეს და არ უნდა იყოს დაინტერესებული სხვების მკვლელობაში და განსჯაში“, – ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.ექსტრემისტები აცხადებენ, რომ აშშ-დან ამერიკული კონტინგენტის გაყვანით, ავღანეთში ძალადობა დასრულდება და მშვიდობა დამყარდება.მანამდე, ავღანეთში აშშ-ის ელჩმა მაიკლ მაკინლიმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ავღანეთში ვაშინგტონის პოლიტიკაზე არ აისახება. 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...