მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით მთავრობა კვლავ აგრძელებს ბიუჯეტის დეფიციტის უკანონო დაფინანსებას

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით მთავრობა კვლავ აგრძელებს ბიუჯეტის დეფიციტის უკანონო დაფინანსებას

Published on

   საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით ერთი დოლარის ღირებულება 2.45 ლარს შეადგენს, კომერციულ ბანკებში და სავალუტო ჯიხურებში კი 1 დოლარი 2.47 თეთრია. მთავრობამ გუშინ კომერციული ბანკებიდან კვლავ ისესხა თანხა, ამჯერად 33 მილიონი ამ მონაცემებით კი შიდა ვალი სრულად 368 მილიონს შეადგენს, მაშინ როცა 200 მილიონი იყო განსაზღვრული."მთავრობა კვლავ აგრძელებს ბიუჯეტის დეფიციტის უკანონო დაფინანსებას. კანონით განსაზღვრულ ნორმას გადააჭარბა. მთავრობა დარჩა დაუკმაყოფილებელი. მთლიანობაში ეს საშემოსავლო სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.  სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები უნდა შევიდეს, ამისათვის კი პარლამენტს ერთ თვიანი ვადა აქვს. 2017 წლის ბიუჯეტს ახალი მოწვევის პარლამენტში განიხილავენ და დაამტკიცებენ. "ესეთი ინტერვენცია ფუნდამენტურად სიტუაციას ვერ შეცვლის. ლარის პრობლემა ზოგადი ეკონომიკის პრობლემაა,"- აცხადებს ეკონომისტი ვახტანგ ლეჟავა და ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერების კუთხით სერიოზული სამუშაოა გასატარებელი.შიდა ვალთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მსგავსად კითხვები აქვს ეკონომისტ, ზვიად ხორგუაშვილსაც. მას აინტერესებს რა სასწრაფო ვალდებულებისთვის მოხდა დამატებითი თანხის სესხება."შიდა ვალი არის სწრაფი ვალი, ასეთ ვალს გადაუდებელ შემთხვევებში იღებენ როგორც წესი. საინტერესოა რამ განაპირობა მთავრობის ასეთი ქმედება,"- აცხადებს ხორგუაშვილი. 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...