მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპმა პირველივე საპრეზიდენტო სიტყვაში პატივისცემა დაუდასტურა ჰილარი კლინტონს

დონალდ ტრამპმა პირველივე საპრეზიდენტო სიტყვაში პატივისცემა დაუდასტურა ჰილარი კლინტონს

Published on

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია.  რამდენიმე წუთის წინ ამერიკული მედიის ცნობით რესპუბლიკელების კანდიდატს გამარჯვება თავად ჰილარი კლინტონმაც მიულოცა.
დონალდ ტრამპმა კი მიდთაუნ ჰილტონში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.
„მადლობა,  ძალიან დიდი მადლობა ყველას. მაპატიეთ, რომ ცოტა გალოდინეთ. რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჰილარი კლინტონმა. მან მოგვილოცა გამარჯვება, მე კი ვულოცავ, რომ მან დიდი სამუშაო გასწია კამპანიის დროს. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ, თქვენი დახმარების იმედი მაქვს, მჯერა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ წინ,“-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებულ ძალას აშშ-სთვის “დიდი ეკონომიკური გეგმა” აქვს.
“ჩვენ გავაორმაგებთ ზრდას და გვექნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა. ამასთან, ვიმუშავებთ ყელა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ამის სურვილი ექნება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება. არც ერთი ოცნება არ არის მეტისმეტად დიდი, და არც ერთი გამოწვევა არ არის მეტისმეტად ძლიერი. არაფერი, რისი მიღწევაც ჩვენი მომავლისთვის გვინდა, ჩვენთვის არ არის ხელმიუწვდომელი. ამერიკას მხოლოდ საუკეთესო ექნება ყველაფერი,” – განაცხადა ტრამპმა. 
მისი თქმით, აშშ-ს უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
„თითოეულ ამერიკელს ექნება შესაძლებლობა, თავისი პოტენციალი სრულად გამოიყენოს. ჩვენი ქვეყნის დავიწყებული მამაკაცები და ქალები დავიწყებულები აღარ იქნებიან“ , – განაცხადა ტრამპმა და იქვე დასძინა, რომ მისთვის აშშ-ის ინტერესები "ყოველთვის პირველ ადგილზე" იქნება.
 

სიახლეები

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...