მთავარისიახლეებიმსოფლიოერდოღანი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ ტერორიზმს

ერდოღანი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ ტერორიზმს

Published on

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა  ევროპის ქვეყნები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან განაცხადა სტამბოლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას სამეცნიერო წოდებების  მინიჭებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე. 
მისი თქმით, დასავლური ქვეყნები იარაღს აწვდიან დაჯგუფება ქურთისტანის მუშათა პარტიას,  თუმცა ამის აღიარება არ სურთ.
,,დასავლეთს კარგი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის. რას უნდა ელოდოს თურქეთი დასავლეთისგან, თუკი იგი აჯერ უკვე 53 წელია გვაიძულებს ევროკავშირის კარებთან ვიდგეთ. ამიერიდან ჩვენ თვითონ ვიღონებთ  ყველაფერს   ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის და არავის არაფერს დავუთმობთ. ამ პრინციპით ვიმოქმედეთ ტაქსიმის მოედანზე  მიმდინარე არეულობებისა  და 17 – 25 დეკემბრის მოვლენების დროსაც,  აღნიშნა ერდოღანმა, გარწმუნებთ, ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას საკუთარი ძალისხმევითა და იმ სტუდენტების დახმარებით, რომელთაც დღეს ღირსეული პედაგოგები ასწავლიან. 
ბოლო სამი წლის მოვლენების ფონზე თურქეთმა შეიცვალა შეხედულება და დაისახა ახალი გზა –  დღეს თურქეთისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია,  რას იტყვიან მასზე სხვები.''
ერდოღანმა კომენტარები გააკეთა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის დეპუტატთა დაკავებასთან დაკავშირებითაც.
,,მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა,  თავის დროზე პირადად გადავეცი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს ოთხი ათასი დოსიე, რომელიც ტერორისტებზე შეადგინა ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზაციამ. ამ დოკუმენტების შესახებ მას კიდევ ერთხელ შევახსენე ნახევარი წლის წინათ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, პასუხად კი მივიღე მხოლოდ ის, რომ  გერმანიაში ჩემს მიერ გადაცემულ საქმეებს კიდევ ხუთასი დაემატა. ეს იყო და ეს. როგორც ჩანს,  გერმანიაში არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ რომ სამართლიანობამ იზეიმოს.  მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა,  აგრძელებს მის მხარდაჭერას. იარაღი, რომელიც ამ დაჯგუფების წევრებისგან ამოვიღეთ, დასავლური წარმოებისაა. დარწმუნებული ვარ, ისინი იარაღს პირდაპირ დაჯგუფებას აწვდიან. დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ ტერორიზმს''- განაცხადა ერდოღანმა – ჩემთვის სულერთია, თუკი დიქტატორს მიწოდებენ. მომავალში, თუ ტერორისტი, რომელსაც დასავლეთი ეძებს, თურქეთში იქნება დაკავებული და მის ექსტრადიციას მოგვთხოვენ, ისეთივე პასუხს გავცემთ, როგორიც ჩვენ მივიღეთ"  .
 
 
 
 

სიახლეები

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...

ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,...

მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას...