მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საყვარელიძე:„სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. თქვენ ამის...

დავით საყვარელიძე:„სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. თქვენ ამის შესახებ მალე გაიგებთ“

Published on

მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს.  ყოფილმა მოადგილე დავით საყვარელიძემ განაცხადა.„მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მაღალი დონის არაორდინალური პოლიტიკოსია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალისხმევის მიუხედავად, სააკაშვილი განტევების ვაცად გამოეყვანა, ეს არ გამოუვიდა“, – განაცხადა საყვარელიძემ. მისი თქმით, სააკაშვილის მომდევნო ქმედებები მიმართული იქნება „ეროვნული ცვლილებებისკენ“.„სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. თქვენ ამის შესახებ მალე გაიგებთ“, – განაცხადა საყვარელიძემ.მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო. მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.
 
 

სიახლეები

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...

დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. უწყების...

საია- ევროკავშირის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, საპოლიციო ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა...

ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. დოკუმენტი საკანონმდებლო...