მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების...

ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაცია დაგმო,

Published on

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაცია დაგმო, – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. 
 
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას, დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 
 
ლიდერები საუბრისას შეთანხმდენენ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობით გამარჯვება არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მთავრობისათვის, გაატაროს  რეფორმატორული პოლიტიკა. ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, მოპოვებული გამარჯვებით გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების პროცესი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის.
 

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...