მთავარისიახლეებისპორტიზუგდიდის "ზუგდიდმა"ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გააპროტესტა

ზუგდიდის “ზუგდიდმა”ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გააპროტესტა

Published on

ქალაქ ზუგდიდის მერიასთან  შეკრებილმა  ზუგდიდის "ზუგდიდის"ფეხბურთელებმა  და ფანკლუბ "აბრაგების” წევრებმა  გააპროტესტეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  გადაწყვეტილება არ გამართონ ზედაეწერის სტადიონზე წლის ბოლომდე დარჩენილი საშინაო შეხვედრები. ფეხბურთელები და ფანკლუბ"აბრაგების" წევრები ითხოვენ ფეხბურთის ფედერაციამ დართოს მათ ნებართვა საშინაო მატჩების ზედაეწერის სტადიონზე გამართვის.ფანკლუბის პრეზიდენტის გიორგი ბაჩილავას განმარტებით,ხვალინდელი შეხვედრა პრინციპულია ბოლნისის"სიონთან",ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მატჩის ზედაეწერში გამართვა.ფანკლუბის პრეზიდენტის განმარტებით შესაძლოა საქმე გვქონდეს პირად ინტერესეთან,რადგან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ბოლნისის"სიონის"პრეზიდენტი ლადო ბურდული მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები არიან.დღესვე  ფეხბურთელები ჟურნალისტებთან ერთად ზედაეწერში  გაემართნენ ,სადაც სტადიონი მედიასთან ერთად დაათვალიერეს. ზუგდიდის"ზუგდიდმა"3 ნოემბერს მიიღო ფეხბურთის ფედერაციის წერილი,რომლის მიხედვითაც გუნდს წლის ბოლომდე დარჩენილი ორი საშინაო მატჩის გამართვაზე ზედაეწერის სტადიონზე უარი ეთქვა,მიზეზად კი სტადიონის საფარის უმაღლესი ლიგის სტანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა.
 
 
 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...