მთავარისიახლეებიინტერვიუგრიგორი კარასინი : რუსეთი დაბრუნდა საქართველოს საკვანძო საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში

გრიგორი კარასინი : რუსეთი დაბრუნდა საქართველოს საკვანძო საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში

Published on

საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, – ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.
 
„ერთი მხრივ, ბოლო 4 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვნად გაჯანსაღება და მისი იმ ჩიხიდან გამოყვანა, სადაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობით აღმოჩნდა. რუსეთი დაბრუნდა საქართველოს საკვანძო საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში, მოხდა სატრანსპორტო მიმოსვლის ნორმალიზება, აქტიურად ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა ანუ, მიღწეულია ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს სრულად პასუხობს. ამავდროულად, ქართული მხარე კვლავ არ არის მზად აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა“, – განაცხადა კარასინმა.
 
მისი თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მისამართით პერიოდულად „კონფრონტაციულ რიტორიკას“ მიმართავს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაწყებულ პოზიტიურ ტენდენციებს არ ამყარებს.
 
„ამაზე მუდმივად ვეუბნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძეს, რეგულარული დიალოგის ფარგლებში“, – განაცხადა კარასინმა.
 
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების კონტაქტი დაგეგმილი არ არის.
 

სიახლეები

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს. არჩილ გორდულაძემ ცოტა ხნის წინ...

მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – ევროსაბჭოს კომისარი გრანტების კანონზე

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მაიკლ ო ფლაერთი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების...

62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – თსუ-ის პროფესორების განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, თსუ-სა და...

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ...