მთავარისიახლეებიეკონომიკაეკონომიკური ექსპერტები ლარის კურსის კიდევ უფრო გაუარესებას, ინფლაციას და ფასების მკვეთრ მატებას...

ეკონომიკური ექსპერტები ლარის კურსის კიდევ უფრო გაუარესებას, ინფლაციას და ფასების მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ

Published on

  სამთავრობო ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ ეკონომიკური ექსპერტები. მათი ნაწილი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავს, რასაც შესაძლოა ინფლაცია და ფასების მკვეთრი მატება მოჰყვეს.„სანამ არსებობს ეროვნული ბანკი, ასეთი ფუნქციებით და ასეთი დამოკიდებულებით, სანამ მთავრობა აგრძელებს იმასა რასაც აკეთებს, უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია, რომ სხვა რამეს ველოდეთ, გარდა იმისა, რომ გრძელვადიან პერიოდში თანდათან ველოდეთ გაუარესებას. საჭიროა სამთავრობო ხარჯების შემცირება და ამ მავნე პროექტების შეჩერება. საბაზრო სისტემისთვის დათმობა ასპარეზის და არა ხელოვნური ჩარევა საბაზრო სისტემაში,“ – განაცხადა ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტი იქნება მთავარი თემა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში ხელისუფლების წევრებთან შეხვედრებზე განიხილავენ. „ჩვენ გვაქვს ძალიან სუსტი ეკონომიკა და არ გვაქვს საკმარისი ეკონომიკური ზრდა იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა იყოს მყარი. ბიუჯეტი უნდა შემცირდეს, ხარჯვითი ნაწილი მთლიან შიდა პროდუქტთან აღარ უნდა იყოს იმდენი, რამდენიც გვაქვს დღეს. უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები. სავალუტო ფონდი შეწუხებულია იმითი, რომ თუ ეს შემცირება მან ვერ დაინახა, შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტი 6%-მდე გაიზრდოს,“ – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი პაპავა.ფონდის მისიის შეხვედრები თბილისში სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყება.
 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...