მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საყვარელიძე: " მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს...

დავით საყვარელიძე: ” მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს მოგიტანთ”

Published on

" მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს მოგიტანთ" – ასე ეხმაურება დავით საყვარელიძე ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდაპარტიულ პროცესებს
 
,,ზოგერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ყოფნის, მიხვდეს რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რის წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოაღწია, უბრალოდ პარტიის ხარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც…
 
არ მგონია ტექნიკური ფანდებით და თანამდებობების წინა საარჩევნო დეკლარირებით შესაძლებელი ყოფილიყო ქართველი ამომრჩევლის გონებაში ორ მკვეთრად საპირისპირო პოლუზე ფიქრისგან ყურადღების გადატანა და უჩუმრად ბიძინასთვის ძალაუფლების გამოცურება. მთავარი მნიშვნელობა იმას ქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებისმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს. აქ წავაგეთ სწორეს და არა პირველ ტურში.
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სამწუხაროდ არ მოიძებნება არ ერთი იმ კალიბრის და წონის ადამიანი და პოლიტიკოსი, რომლიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. პირიქით, მას აწყობს გარკვეულ ზღვარს ქვეშ მუდმივად მოყოლილი ოპოზიცია.
 
ერთერთი პირველთაგანი ვარ ვინც ყველა პოლიტიკური პატიმრის და მეგობრის, ლიდერის უსწრაფესად გათავისუფლებას ვემხრობი!!! თუმცა არც ის მგონია, რომ ივანიშვილი ბრიყვი ან გულუბრყვილოა…
 
ვეთანხმები ჩემი მეგობრის, გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილს სადაც პარტიის ჩაკეტვაზე და ციხე-სიმაგრედ ცქცევაზეა საუბარი. უბრალოდ შეკითხვას დავამატებ, რახან ასე საჯაროდ გამოიფინა და გამომზეურდა გიგის წერილი ეგებ ისიც გულახდილად და მეგობრულად ვთქვათ, ვის გამოა დღეს ენმ-ის იზოლიაცია გამოწვეული და ვინაა ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი მართა პარტია და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა, ასევე კამპანია დაგეგმა და ბოლომდე ამ ფორმით მიიყვანა. არ მგონია ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა…
 
მეტს ვერაფერზ დავამატებ. მე 5 ჯერ შემომითვალეს იმ "ბრძენი კაცი"-სგან მახსოვს… ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო… არ ვნანობ" – წერს დავით საყვარელიძე

სიახლეები

ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. "3 თებერვალს...

ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული...

პოლონეთი უკრაინისთვის $55-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

კიევში ვიზიტის დროს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის ამზადებს ახალ, 200...

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებულია 39 პირი

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს- ცნობით, ორ დღეში სამართალდამცველებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი,...