მთავარისიახლეებიეკონომიკაეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 42 თეთრია

ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 42 თეთრია

Published on

  ბოლო თვეების რეკორდული მაჩვენებელი – ლარი კვლავ უფასურდება. დღეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და თითქმის 42 თეთრია, სავალუტო ჯიხურებში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. არასახარბიელოა ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზები.ისინი ვარაუდობენ, რომ კურსი უახლოესი პერიოდის განმავლობაში არ დაიკლებს, თუმცა საახალწლოდ ვითარების მეტ-ნაკლებად დასტაბილურებას ელოდებიან.სპეციალისტები ამბობენ, რომ შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უსაფუძვლო იყო ბრალდებები ბანკების მიმართ და ხელისუფლებას მდგომარეობის შესაცვლელად ეკონომიკური მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
   „დეკემბრის ბოლოს წინასაახალწლო პერიოდში ცოტათი გამყარდეს, გადმორიცხვები მატულობს საქართველოში და ასე შემდეგ. მომავალი თვენახევარი მე ვერ ვხედავ იმის საშუალებას, რომ ლარის კურსი მნიშვნელოვანად გამყარდეს. ეს ასევე დამოკიდებულია მთავრობის ქმედებაზე. ჩემი აზრით შეცდომა იყო ვალუტის რეზერვების გაყიდვა,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარმა  ეკონომისტმა ბესიკ ნამჩავიძემ.
 
 

სიახლეები

ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. "3 თებერვალს...

ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული...

პოლონეთი უკრაინისთვის $55-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

კიევში ვიზიტის დროს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის ამზადებს ახალ, 200...

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებულია 39 პირი

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს- ცნობით, ორ დღეში სამართალდამცველებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი,...