მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში საზოგადოებას მეტი სიფხიზლისაკენ მოუწოდებენ

კონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში საზოგადოებას მეტი სიფხიზლისაკენ მოუწოდებენ

Published on

ძალაუფლება, რომელიც რთულად ბალანსდება – ასე აფასებენ კონსტიტუციონალისტები ერთი პარტიის ხელში არსებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას.მათი აზრით,  ეს საფრთხის შემცველია არამდგრადი დემოკრატიის ქვეყანაში.„გარკვეული პოზიციები, რომელიც ხელისუფლებამ გააჟღერა, ნიშნავს იმას, რომ მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ როგორ უნდა შეცვალოს კონსტიტუცია. ქორწინებასთან დაკავშირებით იქნება, პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით თუ სხვა საკითხებზე. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, მას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური პრობლემები, მასში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი აუცილებლად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ოპოზიცია, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიცია და გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული მაქსიმალური კონსესუსით,“-განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.კონსტიტუციონალისტების შეფასებით საჭიროა საზოგადოება და დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ფხიზლად იყვნენ, რომ ხელისუფლებამ ეს ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენოს, რადგან ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს.სფეროს ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველმა გუნდმა განახორციელოს უკვე დაანონსებული ცვლილებები პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასა და ოჯახის განმარტებასთან დაკავშირებით.„საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს ძალაუფლებას, რომელიც საკმაოდ ძნელად ბალანსდება. ამდენად საჭიროა უფრო მეტი სიფხიზლე,“-აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
 
 
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...