მთავარისიახლეებისამართალიპირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლებულია

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლებულია

Published on

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ღურწკაიას 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა და სხდომა დახურული იყო.
გელა ღურწკაიას გათავისუფლებაზე პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ 9-თვიანი პატიმრობის ვადა 3 ნოემბერს იწურება, ხოლო ამ დროისთვის მტკიცებულებების გამოკვლევა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება საქმის მოცულობიდან გამომდინარე ვერ ესწრება.პირადი ცხოვრების მასალის გავრცელების საქმეზე 4 პირია ბრალდებული, ხოლო მასალის გადაღების საქმეზე ძიება ცალკე საქმედ არის გამოყოფილი.
გელა ღურწკაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 157-ე მუხლებით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება-გავრცელებას გულისხმობს
 

სიახლეები

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...