მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა ნაცვლიშვილი:"არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლების უფლებები შეზღუდეს, იყო მუქარის შემცველი კომუნიკაციები"

ანა ნაცვლიშვილი:”არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლების უფლებები შეზღუდეს, იყო მუქარის შემცველი კომუნიკაციები”

Published on

არჩევნების მეორე ტურის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრების განხილვის ვადა ცესკოს დღეს ეწურება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასობით საჩივარი და შენიშვნაა შესული.ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო ყუთში არასწორად ჩაგდებული საკონტროლო ფურცლის გამო, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვს. პარალელურად, ჩატარებულ არჩევნებს აჯამებს საია.ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრობლემები პირველთან შედარებით, მეორე ტურში ნაკლები იყო.„ნეგატიური იყო ის, რომ კვლავ პრობლემად დარჩა დამკვირვებლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. ჩვენ გვქონდა ხუთი ფაქტი, როდესაც დამკვირვებლის უფლებები შეზღუდეს, იყო მუქარის შემცველი კომუნიკაცია, არახელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტები. მათ შორის, კახეთში ჩვენი დამკვირვებელი გამოაძევეს. ხუთი შემთხვევა დავაფიქსირეთ, როდესაც მარკირებულმა მოქალაქემ მისცა კვლავ ხმა. ასევე 70-მდე მცდელობა, რომ მარკირება გავლილ მოქალაქეებს მიეცათ ხმა,“ – განაცხადა საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.
 
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...