მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა აჭარის უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობა

ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა აჭარის უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობა

Published on

 ქართულმა ოცნებამ აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მმართველ პარტიას 21 მანდატიდან 14 აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს. სურმანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო.
„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ გამართულა. როგორც კი გაიმართება კონსულტაციები, უმრავლესობა დაასახელებს ღირსეულ კანდიდატს,“ – აცხადებს სურმანიძე.
ჯერჯერობით უცნობია,   შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობა.  პარტიის ლიდერების განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პარტია შევიდა. 14 მანდატი აქვს ქართულ ოცნებას, 5 ნაციონალურ მოძრაობას, 1 პატრიოტთა ალიანსს და 1 ნინო ბურჯანაძის პარტიას.
თუმცა, როგორც ცნობილია, პატრიოტთა ალიანსის სიის პირველი ნომერი დავით თარხანმოურავი არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას და მან თავისი მანდატი დაუთმო პარტიის სიის მეორე ნომერს ზაზა ოქუაშვილს.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...