მთავარისიახლეებითვალსაზრისი,,ის ისეა გამარჯვებული, რომ გამარჯვებაში არ მონაწილეობს''

,,ის ისეა გამარჯვებული, რომ გამარჯვებაში არ მონაწილეობს”

Published on

სანდრა რულოვსს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 28,91% -მა მისცა ხმა ანუ დემონსტრატიულად შემოხაზა საარჩევნო ნომერი, რომლის მიღმა კანდიდატი აღარ იდგა. 
 
პირველ ტურში მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული რბევისა და მრავალმხრივი ზეწოლის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გაჩაღებული ისტერიული კამპანიისა და ტოტალური გაყალბების მიმართ  ამომრჩევლის დიდი ნაწილის  რეალური, მაგრამ გამოუცხადებელი ბოიკოტის პირობებში  ( ამაზე მეტყველებს განასაკუთრებით დაბალი აქტივობა ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში -საქართველოს სხვა საარჩევნო ოლქებში გამოვლენილი ისედაც დაბალი აქტივობის ფონზეც კი – 25, 64%)  ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ადრე თუ გვიან, როცა გაივლის ეიფორია, გამარჯვების ყიჟინისა და ფეიერვერკების სურვილს დაუკარგავს გამარჯვებულებს ანუ მათ, ვისაც თავი გამარჯვებული ჰგონია.
 
არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენა ციფრების შედარებით ხდება, მაგრამ არსებობს გამარჯვების უფრო მაღალი ფორმა –  მორალური გამარჯვება, რომლის გარეშეც  ციფრები არაფერს ნიშნავს, გარდა მკვდრადშობილ პარლამენტში ჯდომის უფლებისა.
 
და სანდრა რულოვსის უარი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე სხვა არაფერია, თუ არა მხილება არჩევნების სახით შემოთავაზებული ფარსისა, რომლის ფინალი მანამდე იყო ცნობილი, ვიდრე ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივიდოდა.  
 
ახლა არაერთ მხარეს ( ზუგდიდშიც და მთელ საქართველოშიც) მოუწევს დაფიქრება იმაზე, რაოდენ კნინია ციფრებით გამარჯვება ლედი სანდრას მორალური და, თუ გნებავთ, პოლიტიკური გამარჯვების ფონზე. 
 
და კუთვნილი უნდა მივაგოთ მასაც, ვინც არჩევნების მეორე ტურზე არ მივიდა პროტესტის ნიშნად (და არმისვლის პრინციპულ გადაწყვეტილებასთან ერთად არჩევნების მიმართ აპათიაც პროტესტის ერთერთი გამოვლინებაა) ან მივიდა და სანდრა რულოვსს მისცა ხმა.
 
დიახ,  მათ, ვინც მთელი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის მანძილზე   უღირსი მეთოდებით ებრძოდა სანდრა რულოვსს, როგორც ვარდების რევოლუციის იდეალების  (დასავლური კურსი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება,  დეოკუოპაცია, აღმშენებლობა და სოციალური კეთილდღეობა ) სიმბოლოს  (სანდრა რულოვსის ამ სიმბოლიზებას თავად ბიძინა ივანიშვილმაც შეუწყო ხელი, როცა არჩევნებში სწორედ იგი განუსაზღვრა უპირველეს სამიზნედ ქართულ ოცნებას) მოუწევთ დაფიქრება იმაზე, რატომ არ გაჭრა ფულმა, მუქარამ, შანტაჟმა იმ ადამიანებზე, ვინც ვერ გაბედა ღიად ეთქვა მათთვის უარი სანდრა რულოვსისათვის პირველ ტურში მიცემული ხმის უკან წაღებაზე მეორე ტურში ქართული ოცნების სასარგებლოდ, მაგრამ უბანზე მისულმა მაინც მისი ნომერი შემოხაზა. 
 
ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ეხება კონსტანტინე გამსახურდიას პოსტულატი  ,,ის ისეა გამარჯვებული, რომ გამარჯვებაში არ მონაწილეობს’’.
 
 
 
ოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ  მეორე ტურში ხმების 71,09% მიიღო,  სანდრა რულოვსის ნომერი,, მიუხედავად ყველაფრისა, 28,91% -მა შემოხაზა.  სხვათა შორის,  ორსანტიის 59-ე საარჩევნო უბანზე თოლორაიამ 297 ხმა მიიღო, რულოვსმა – 296, მაგრამ , როგორც აღვნიშნეთ, საქმე ციფრებში არ არის. 
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...