მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: "მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა''

გიორგი მარგველაშვილი: “მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა”

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებს. მან დღეს ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. 
"საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები. მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი. თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისთვის.
"მინდა მადლობა ვუთხრა მედიას, თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა არჩევანი."მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ ძალებს, ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას, პატრიოტთა ალიანსს ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში.
"მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა, ამავე დროს მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...