ზუგდიდის საარჩევნო უბნებიდან მოდის პირველი ცნობები გარკვეული პროცედურულ-ორგანიზაციული ხასიათის დარღვევების შესახებ.
,,9 საათისათვის დაფიქსირებული შემთხვევები არასაკმარისი კვალიფიკაციის და პროცედურების არცოდნითაა გამოწვეული – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯის" თავმჯდომარე იაგო ფასანძე
,,დაიწყო დარღვევები: უბანზე დამკვირვებელს არ უშვებენ იმის გამო, რომ ბეიჯზე არაა აღნიშნული მეორე ტურის არჩევნებზე დაკვირვების უფლება. აი ამ კომისიის თავმჯდომარეს რომ უბანზე გაუშვებს საოლქო…უბანზე საოლქოს წარმომადგენლის გამოძახება გახდა საჭირო. დროულად მოვიდა და ერთად ავუხსენით დამკვირვებლის უფლებები'' – იტყობინება იგი 20 – ე საარჩევნო უბნიდან.
დამკვირვებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ, რომ ზუგდიდის ათამდე საარჩევნო უბანზე კამერებს არ ართვევინებენ, ეუბნებიან რომ კამერით გადაღება არ შეიძლება
.,,კომისიის თავმჯდომარეების ნაწილმა თურმე დღეს გაიგო, რომ უბნებზე კამერებით გადაღების უფლება არსებობს.დილიდან რიგ უბნებზე პრობლემებს ქმნიან ამის გამო. დილიდანვე ათი უბნიდან მაინც დამირეკეს ამაზე'' – წერს ,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელი ანი წითლიძე''.
დამკვირვებლები აფიქსირებენ, აგრეთვე, რომ თითქმის ყველა უბანში ეუბნებიან, რომ საჩივრების ოქმები არ არსებობს ( ,, საჩივრები რომ არ დაიწეროს''),