მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საარჩევნო ოლქში მიმდინარე კენჭისყრის პროცესში დილიდან დაფიქსირებულ დარღვევების შესახებ

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მიმდინარე კენჭისყრის პროცესში დილიდან დაფიქსირებულ დარღვევების შესახებ

Published on

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ანი წითლიძე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მიმდინარე კენჭისყრის პროცესში დილიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. 
დარღვევები დაიწყო დილიდანვე, როცა კომისიის თავმჯდომარეებმა დამკვირვებლებს არ მისცეს კამერების ჩართვის უფლება, სანამ დამკვირვებლებმა საქმის კურსში არ ჩააყენეს საოლქო საარჩევნო კომისია.
 საოლქო კომისიის წარმომადგენელი იძულებული გახდა განემარტა  საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისთვის, რომ დამკვირვებელს აქვს პროცესის გადაღების  უფლება და  პრობლემის მოგვარება მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა. 
კენჭისყრის დაწყებისთანავე  რიგ უბნებზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს განუცხადეს, რომ უბანზე არ იყო საჩივრის ოქმები, როგორც ჩანს, იმ მიზნით, პრეტენზიების დოკუმენტირება არ მომხდარიყო  სათანადოდ გაფორმებული  საჩივრის სახით,  თუმცა, როცა ამას დამკვირვებელთა და მედიის მხრიდან მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, ოქმები გამოაჩინეს.
,,მე ვიმყოფებოდი ინგირის უბანში,სადაც რვა ადამიანმა, რომელიც არ იყო ამ უბანში დარეგისტრირებული, კენჭისყრის ოთახში შესვლა და ხმის მიცემა სცადა , თუმცა ეს მცდელობა აღკვეთილ იქნა. ყველა ამ ფაქტზე დაწერილია საჩივრები  და, ვნახოთ,  რა რეაგირებას მოახდენს საოლქო საარჩევნო კომისია – აცხადებს ანი წითლიძე. 
ანი წითლიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“გაასაჯაროებს ვიდეოს , სადაც ერთ-ერთ საზღვრისპირა სოფელში, რომლის სახელიც წინასწარ არ ხმაურდება, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას, მათ სთავაზობდნენ  50 ლარს იმის სანაცვლოდ, რომ  ბიულეტენზე  შემოეხაზათ ,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო ნომერი 41.
მისივე თქმით, კვლავ დღის წესრიგშია დევნილთა ხმებით მანიპულირების მცდელობა და მათზე ზეწოლის ფაქტები. კვლავ აქტიურად ,,მუშაობს’’ ყოფილი პარტიზანი დათო შენგელია თავის ჯგუფთან ერთად.
დევნილებზე ზემოქმედებას ახდენს თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ვახტანგ ყოლბაია, რომელიც უბან – უბან დადის და პირდაპირ მოუწოდებს დევნილებს  ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას’’
 ყველა უბანზე შეინიშნება ,,უბნის ყოჩებისა’’, ,,ძველი ბიჭების’’ და კრიმინალების, ასევე საჯარო მოხელეების განსაკუთრებული მობილიზება. 
მოსალოდნელია, რომ იმ უბნებზე, სადაც მმართველი პარტიის ვარაუდით  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’ მოგების შანსი აქვს,  უბნების დახურვის შემდეგ პროვოკაციები მოხდეს- აცხადებს ანი წითლიძე. 
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...