მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მე-6 საარჩევნო უბნის ეზოში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია...

ზუგდიდის მე-6 საარჩევნო უბნის ეზოში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია იმყოფება

Published on

ზუგდიდის მე-6 საარჩევნო უბნის ეზოში   დილიდან იმყოფებიან დევნილთა სამმართველოსა დაა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები. ცოტა ხნის წინათ  აქ  მოვიდა აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიაც. 
როგორც ,,ოდიში ნიუსის'' კორესპონდენტი იტყობინება, ამომრჩეველთა ერთი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა აგიტაციას ,,ქართული ოცნების’’ სასარგებლოდ და სთხოვდნენ შემოეხაზათ #41. 
ვახტანგ ყოლბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში კატეგორიულად უარყო  მოქალაეთა  არჩევანზე ზემოქმედების რაიმე მცდელობა თავისი მხრიდან.
,, მე ხშირად ვიმყოფები სამეგრელოში, რაც შეეხება დღევანდელ დღეს,   უკვე მივეცი ხმა თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე , სადაც დარეგისტრირებული ვარ როგორც ამომრჩეველი და ზუგდიდში ჩემს  ყოფნას არანაირი კავშირი არა აქვს არჩევნებთან და, მით უმეტეს,საარჩევნო აგიტაციასთან. ‘’ – განაცხადა მან. 
 

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...