ზუგდიდის მე-6 საარჩევნო უბნის ეზოში დილიდან იმყოფებიან დევნილთა სამმართველოსა დაა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები. ცოტა ხნის წინათ აქ მოვიდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიაც.
როგორც ,,ოდიში ნიუსის'' კორესპონდენტი იტყობინება, ამომრჩეველთა ერთი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა აგიტაციას ,,ქართული ოცნების’’ სასარგებლოდ და სთხოვდნენ შემოეხაზათ #41.
ვახტანგ ყოლბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში კატეგორიულად უარყო მოქალაეთა არჩევანზე ზემოქმედების რაიმე მცდელობა თავისი მხრიდან.
,, მე ხშირად ვიმყოფები სამეგრელოში, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, უკვე მივეცი ხმა თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე , სადაც დარეგისტრირებული ვარ როგორც ამომრჩეველი და ზუგდიდში ჩემს ყოფნას არანაირი კავშირი არა აქვს არჩევნებთან და, მით უმეტეს,საარჩევნო აგიტაციასთან. ‘’ – განაცხადა მან.