მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკოს სპიკერი უცნაურ და კომიკურ არგუმენტებზე, რომელთაც უკვე მარკირებულები...

ცესკოს სპიკერი უცნაურ და კომიკურ არგუმენტებზე, რომელთაც უკვე მარკირებულები იმიზეზებენ

Published on

 ცესკო-ს სპიკერის ანი მიქელაძის განცხადებით, პირები, რომელთაც ხელზე უკვე  აღენიშნებოდათ მარკირება, მაგრამ საარჩევნო უბნებზე შესვლას და ხმის მიცემას ცდილობდნენ,  ამბობდნენ, რომ მარკირება მანდარინის კვალი იყო  ან 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ, რაც მიქელაძის თქმით, გამორიცხულია. 
მანდარინისთვის ხელის მოკიდება ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება, მარკირების აპარატი ისე არის მოწყობილი, რომ შესაბამისი მინათების შედეგად შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ ის შხეფები, რომელიც მარკირების შედეგად არის განხორციელებული. მანდარინისთვის ხელის მოკიდება ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება, თუმცა აღნიშნულს ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ და მოგაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ. 
ცესკო-ს სპიკერს ფრჩხილების ლაქ, ე.წ.შილაკთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა. ანა მიქელაძის განმარტებით, როდესაც შილაკი კეთდება, ეს არის ერთგვაროვანი, ხოლო მარკირების სითხის შესხურების შედეგად თითზე განსხვავებული შხეფები ჩნდება. 

რაც შეეხება 8 ოქტომბრიდან შემორჩენილი მარკირების კვალს, რაც ცაკლეულმა ამომრჩევლებმა მოიმიზეს   ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების უბნებზე, ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ  "ძველი მარკირება ასე დიდხანს არ  ნარჩუნდება 
ამომრჩევლებს მას შემდეგ რაც დაუდგინდათ მარკირება, საუბნო-საარჩევნო კომისიებმა კანონის შესაბამისად, ხმის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს", – აღნიშნა ანი მიქელაძემ.
მისივე თქმით, მარკირებულთა შესვლის მცდელობა ხელმეორე ხმის მიცემისთვის   მთაწმინდის საარჩევნო უბანზეც დაფიქსირდა – ამ ფაქტთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საჩივარი დაწერეს.
მარკირებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე  მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილიც საუბრობს. 
„უცნაურია, რატომ ხდება ასეთი რამ მხოლოდ მთაწმინდაზე? რატომ მარტო აქაურ ამომრჩეველს აქვს შემორჩენილი წინა არჩევნებიდან მარკირება?“ – განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე. 
 
 

 
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...