როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველი საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.მან არ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში, მთაწმინდის ოლქში 22-ე უბანზე საარჩევნო უბნის გახსნა დროზე ადრე მოხდა.
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. .
ცესკოს ბრიფინგზე მთაწმინდის მე-18 უბანზე გუშინ გამოვლენილი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი.
როგორც გაირკვა, ამ უბანზე მივიდა რამდენიმე პირი, რომლებმაც თავი წარადგინეს, როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები და შეეცადნენ მიეღოთ ინფორმაცია ამომრჩეველთა სიებისა და პირადი მონაცემების შესახებ, ამ ფაქტზე აღძრულია საქმე.
ცესკომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს არ დააკონკრეტა თუ რომელი პარტიიდან იყვნენ აღნიშნული პირები.