მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს შორის ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის #51 საარჩევნო...

,,სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს შორის ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის #51 საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევაც იხსენიება

Published on

სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა.
„სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა შესაძლებლობა დაკვირვებოდა უბნის გახსნის პროცედურებს. აღნიშნული მონაცემი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს.
”პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების მხოლოდ 0.3%, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე საარჩევნო უბნების 4.2% გაიხსნა დაგვიანებით.
საარჩევნო უბნების 0.3%-ზე დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საარჩევნო უბნების 99.5%-ზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეხება საჩივრებს, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 10 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 6 საჩივარი. 
, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა : ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის  #51 საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევა –  სადემონსტრაციო ოქმში  არ იყო შეტანილი შესაბამისი მონაცემები
 
 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...