მარნეულში, მერვე საარჩევნო უბანზე, სოფელ შაუმიანში კომისიის ერთ ერთმა წევრმა "ენმ"-ს დამკვირვებელი სცემა. უბანზე ამ დროისათვის პოლიციას ელოდებიან. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ენმ-ის წარმომადგენელი სარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მუშაობას აკვირდებოდა და უწევდა მონიტორინგს აკეთებდნენ თუ არა ხელმოწერებს კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებზე და უსვამდნენ თუ არა ბეჭდეს. სწორედ ამ დროს კომისიის წევრებმა დამკვირვებელს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
"უბანზე შევიდა ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელმაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩვენი დამკვირვებლის გაძევება მოსთხოვა. თავმჯდომარემ ამ დირექტივის დაუყონობლივი აღსრულება დაიწყო, ნანა მინასიანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რადგან სახეზე იყო უკანონო გადაწყვეტილება. სწორედ ამ დროს მას კომისიის ერთ ერთმა წევრმა დაარტყა"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ -ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა.