მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება მარნეულში?

რა ხდება მარნეულში?

Published on

”რამდენიმე უბანზე დავაფიქსირეთ დარღვევები. მაგალითად, სოფელ ქვემო სარალში მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიციით დაშინება და ამას ახორციელებს ”ქართული ოცნების” აქტივისტი შარმან აბდულ რახმანოვი, რისი დამადასტურებელი ფოტომასალაც გვაქვს. მსგავსი დარღვევები ფიქსირდება სოფელ ორაფლოში, ასევე დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ყიზილაჯლოს 50-ე უბანსა და ქალაქ მარნეულის საარჩევნო უბნებზე”, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან აჰმედ  იმამყულიევმა ჟურნალისტებთან საუბარში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
მარნეულის #50 საარჩევნო უბანზე მიმდინარე დარღვევებზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე . მისი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას და, ასევე, კომისიის ერთ-ერთი წევრი ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვისაა ხმა მიცემული. კახიძის თქმით, ენმ-ის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ დარღვევებზე რეაგირების შემდეგ ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა, რის შემდეგაც ენმ-ის წარმომადგენლები უბნიდან გააძევეს. იგი ცესკო-ს მომხდარზე დაუყონებლივ რეაგირებას თხოვს.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარნეულის #50 საარჩევნო უბანთან, სადაც არ ამოწმებენ მარკირებას, აგრეთვე კომისიის წევრი, რომელიც საარჩევნო ყუთთან იმყოფება, ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვისაა ხმა მიცემული. ამაზე ჩვენმა დამკვირვებლებმა და კომისიის წარმომადგენლებმა მოახდინეს რეაგირება, რასაც მოჰყვა კომისიის მხრიდან კენჭისყრის ჩატარება და ჩვენი დამკვირვებელი და პარტიის წარმომადგენელი გამოაძევეს საარჩევნო უბნიდან. უხეშად მიმდინარეობს არჩევნების გაყალბება, რომელსაც ვაფიქსირებთ. საარჩევნო პროცესი პრაქტიკულად ყალბდება და მოვუწოდებთ ცესკო-ს, დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება", – თქვა ოთო კახიძემ.
მცირე ინციდენტი მოხდა მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სამირა ისმაილოვას გაძევებას ითხოვდა. საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განცხადებით, მოთხოვნა უკანონო იყო, ადგილზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეც გამოცხადდა.ინციდენტთან დაკავშირებით საჩივრის დაწერა საჭირო არ გამხდარა.
.

 
 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...