მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება" დამკვირვებლებს დაერია, ცემის მეორე ფაქტი ბოლო ერთი საათის...

,,ქართული ოცნება” დამკვირვებლებს დაერია, ცემის მეორე ფაქტი ბოლო ერთი საათის მანძილზე

Published on

,,მარნეულში, დაბა შაუმიანში, ნაციონალური მოძრაობის  დამკვირვებელი ნანა მინასიანი სცემეს .- ცნობას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.
საინტერესოა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა  ირაკლი კობახიძემ  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულში საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს და შესაბამისი ზომების მიღება აქვს დაგეგმილი. მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აღნიშნულ უბანზე ამოწმებს ამომრჩეველს თუ ვის მისცა ხმა, უბნის ჩაშლისთვის საფუძვლის მომზადებაა, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 
კობახიძემ დამკვირვებლებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აღნიშნულ უბანზე განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა, როგორც ჩანს, ადრესატებმა  ეს ყურადღება დამკვირვებლის ცემაში გამოხატეს.  
 
 

 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...