,,მარნეულში, დაბა შაუმიანში, ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი ნანა მინასიანი სცემეს .- ცნობას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.
საინტერესოა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულში საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს და შესაბამისი ზომების მიღება აქვს დაგეგმილი. მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აღნიშნულ უბანზე ამოწმებს ამომრჩეველს თუ ვის მისცა ხმა, უბნის ჩაშლისთვის საფუძვლის მომზადებაა, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
კობახიძემ დამკვირვებლებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აღნიშნულ უბანზე განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა, როგორც ჩანს, ადრესატებმა ეს ყურადღება დამკვირვებლის ცემაში გამოხატეს.