სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტს, რომელიც დარასამტავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯემ'' დააფიქსირა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ქვარაიას მიერ ხმის მიცემის დროს. იგი კენჭისყრის კაბინაში მეუღლესთან ერთად შევიდა, რაც უხეშ კანონდარღვევას წარმოადგენს.
„თუკი მსგავი რამ მოხდა, უბნის კომისიის თავმჯდომარეს აღეკვეთა ფაქტი და არ მიეცა საშუალება მისთვის შეყოლდა ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.
ინტერნეტმომხმარებელი გაკვირვებას გამოტქვამს , რომ მსგავსი შეცდომა დაუშვა თავად კანდიდატმაც და მისმა მეუღლემაც, რომელნიც პროფესიით იურისტები არიან''.
,,აქ საქმე არცოდნასთან კი არა, იმასთან გვაქვს, რომ ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენლებს ამ განუკითხაობის პირობებში გაუჩნდათ შეგრძნება, რომ მათთვის ყვეაფერრი ნებადართულია, კომისიის თავმჯდომარეები კი მათი ყურმოჭრილი მონები არიან. '' ასე ეხმაურება ამ ფაქტს მეორე ფეისბუქმომხმარებელი