„აჭარაში 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა დაბალია და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იყვნენ უფრო აქტიურები, მოვიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი ხმა, იმიტომ, რომ რეალობა აჭარაში შეიძლება შევცვალოთ, ეს არჩევნები აჭარის უმაღლესი საბჭოს ბედს გადაწყვეტს – თუ ვინ იქნება აჭარაში, ვინ რას გააკეთებს და როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი. დაფიქსირდა უამრავი დარღვევა აჭარის სხვადასხვა უბანზე. ქობულეთში მე-4 და მე-8 უბნებზე დაფიქსირებულია მარკირების გარეშე ადამიანის შეღწევა. ხელვაჩაურის 28-ე და 29-ე უბნებზე „ქართული ოცნება“ წარმართავს აგიტაციას პირდაპირ უბნებთან. ქობულეთში მე-6 უბანზე დაფიქსირებულია კომისიის თავმჯდომარის პირადი შეურაცხყოფა ჩვენი წარმომადგენლის მიმართ. ხელვაჩაურში დაფიქსირებულია კომისიის წევრებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან მითითებების მიცემა“, -განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოში სიის პირველმა ნომერმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ბათუმის მე-8 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ
ლევან ვარშალომიძე მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმა
Published on