„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ მე-16 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა
„მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, საქართველოს წინსვლას, საქართველოს კეთილდღეობას, ძალიან კარგად იცით, რომ 500 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას ხმა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა იმ ფონზე, რომელიც მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ შექმნა ქვეყანაში. '' – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში ხმის მიცემის შემდეგ.
ლევან კონჯარია ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველი ტურის შემდეგ აშინებდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, აწარმოებდნენ მათი მასობრივი მოსყიდვის კამპანიას.
,,მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მხარდამჭერები მოვლენ არჩევნებზე და სასურველ კანდიდატებს მისცემენ ხმას “, – განაცხადა ლევან კონჯარიამ.